ანონსები
19 ივლისს, კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის და სისხლის სამართლის პროცესის ინსტიტუტში, გაიმართება სამეცნიერო მოხსენება, სადაც მოხსენებით გამოვა საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბ-ნ ბაჩანა ჯიშკარიანი.
მოხსენების თემაა: „საჯაროობის პრინციპი და უდანაშაულობის პრეზუმფცია ქართულ სისხლის სამართლის პროცესში“.
აღნიშნული მოხსენება ტარდება კიოლნის უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის პროფესორის, ბ-ნ მარტინ ვასმერის მიწვევით.